დიდთოვლობის გამო 26 ავტომობილი დაზიანდა – ცენტრში 140 შეტყობინება შევიდა

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, ცენტში შესულია 140 შეტყობინება, დაზიანებულია 26 ავტომობილი.

გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება.

დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები.

დიდთოვლობამ წყნეთში, ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი და ტემპერატურის ვარდნა საქართველოში კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •