ქართველების გამოდეპორტებას ცნობილი ავსტრილი მწერლები აპროტესტებენ

ელფრიდე იელინეკი, მიჰაელ კოლმაიერი, რობერტ მენასე, ლუკას რეზეტარიტსი, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ავსტრიელი მწერლების, რომლებიც ქართული ოჯახის (დედა ორი შვილით) დეპორტაციას გამოეხმაურნენ.

ამ ინფორმაციას ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს.

ავსტრიელმა მწერლებმა ერთობლივი პეტიცია გაავრცელეს – “მთავრობის ფარისევლობის ატანა აღარ შეიძლება” და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. რობერტ მენასემ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს მატყუარა და მლიქვნელი უწოდა.

მენასე უდიდესი ავსტრიელი თანამედროვე მწერალია, სამწუხრაოდ ქართველებისთვის უცნობი, თუმცა გერმანულენვანებისთვის კარგად ნაცნობი. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია, “შიმშილიანი ზამთრის დასასრული”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეზეა. იმაზე, თუ როგორ გადაარჩინა ამსტერდამის ზოოპარკის დირექტორმა ებრაელები დახვრეტას და ზოოპარკში მაიმუნების ვოლიერში დამალა.

„Der Affe brachte uns das Essen“ (მაიმუნს მოჰქონდა საჭმელი ჩვენთვის) – ამ (ი)რეალური ფრაზით იწყება თხრობა იმ რეალური, მძიმე ნაწარმოების.

ნობელის პრემიის მფლობელი მწერლები აღშფოთებულები არიან იმ ძალადობრივი აქტის გამო, რაც ვენაში ორი დღის წინ გათამაშდა. ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, საპროტესტო აქციის ფონზე, ოჯახების (ქართულისა და სომხურის) ძალადობრივი დეპორტაცია მოხდა. ცნობილი მწერლები მთავრობას, გადეპორტებულების სასწრაფო წესით უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

რეზონანსულ ქეისს, ავსტრიის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •