“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია”. – ამ მოწოდებით პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი შეზღუდვების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ.

აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცარიელი მაცივარიც იმის სადემონსტრაციოდ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს საჭმელი არაფერი აქვს.

“საზოგადოებას დაუცარიელდა მაცივარი. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ მთავრობას იმ ადამიანების სახელებიდა გვარები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა არავინ გამოგვხმაურებია”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ნაბახტეველი.

“ფუნქცია დაკარგა მაცივარმა და ასეა თითქმის ყველას ოჯახში. ამიტომ, ჩემი თხოვნა და მიმართვა იქნება, გაიხსნას ეკონომიკა. ხვალამდე, 1-ლ თებერვლამდე აქვთ დრო”. – ამბობს აქციის სხვა მონაწილე.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტი უფრო მასშტაბურად გაგძელდება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •