ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, დამსახურებული მწვრთნელი და გორში, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ნუგზარ სხირელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს საღამოს გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი 1992-1994 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მოგვიანებით კი, ეროვნული გუნდის თავკაციც.

მისი მოსწავლეები იყვნენ დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ა.შ.

ბოლო წლებში ის, ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ოლიმპიური პრიზიორისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი იყო.

  •  
  •  
  •  
  •  
  •