გიორგი მელია ნიცის გრან პრის ჩემპიონია, წურწუმია უმედლოდ დარჩა

ნიცაში მიმდინარე საფრანგეთის გრან პრი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჰენრი დელანის სახელობის რიგით 48-ე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით და მხოლოდ ხუთი მოჭიდავით გამოვიდა.

გიორგი მელიას მსგასვად, სტარტი ძალიან კარგი ჰქონდა ნუგზარ წურწუმიასაც (55კგ), თუმცა, ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაც აშკარა უპირატესობით დათმო და ნიციდან შინ უმედლოდ ბრუნდება.

გიორგი მელია კი შესანიშნავ ფორმაშია, ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა და ჩემპიონის ტიტულიც ღირსეულად მოიპოვა. ფინალში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი მურად ლოკიაევი, დაახლოებით, 2 წუთში, 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო ბექა მამუკაშვილმაც (77კგ), სულხან ბუიძე კი (130კგ) ბრინჯაოს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალსა და მესამე ადგილს დასჯერდა გურამ ხეცურიანი (87კგ), რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში, ამერიკელი ჯონ სტეფანოვიჩი 5:5-ზე დაამარცხა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •