ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, წლის პირველი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

-100 კგ წონით კატეგორიაში, ლიპარტელიანმა გზიდან ძალიან რთული მეტოქეები ჩამოიშორა, ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა და წელი ოქროს მედლით გახსნა.

დოჰას მასტერსზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი, ოქროს ფინალში დამარცხდა ბექა ღვინიაშვილი და ვერცხლს დასჯერდა, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •