რიჩარდ პლემპერი: “მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას”

ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად აღმოაჩინა, რომ პრეპარატი ეფექტურია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.„ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატის, რომელიც სწრად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“ – აცხადებს პლემპერი.
„ეს გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი და მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“ – ნათქვამია უნივერსისტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

პრეპარატის მიღება ინფიცირების ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი, რასაც სამი უპირატესობა აქვს: ხელს უშლის პაციენტის დამძიმებას, ამცირებს ინფიცირების ფაზას, რაც ამსუბუქებს ემოციურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, რაც მისი ხანგრძლივი იზოლაციით იქნება გამოწვეული და ასევე სწრაფად ახშობს ადგილობრივ აფეთქებებს.

კვლევა დააფინანსა ჯორჯიის შტატის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •