- შოკა მოდებაძე: რაგბი და ნაკრები მთელი ქვეყნისაა და არა მხოლოდ მორაგბეების!
- რაგბის კავშირის პრეზიდენტს 10 მარტს აირჩევენ
- ირაკლი ყიასაშვილი: ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც უკეთ გამოგვდის
- ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან
- ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში
Reuters – მეთევზეებმა, სავარაუდოდ, დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

Reuters-ის ინფორმაციით., რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.
”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.
ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.