თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დღეს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს, გარდა 65 კილოგრამისა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში, წონის ლიდერი შმაგი თოდუა გახდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომლის ძმამ, ავთო კენჭაძემ (74კგ), ჩემპიონის ტიტული გუშინ დაიცვა.

დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ბოლო წამზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ბოლო ქულის უპირატესობით ამინაშვილი იგებდა, ბოლო წამზე, მარსაგიშვილმა მოწინააღმდეგეს ორ ქულიანი ილეთი გაუკეთა. მიუხედავად ჩელენჯისა, მარსაგიშვილს ქულა აღარ ჩაუთვალეს.

92 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ისევ ირაკლი მწითური გახდა, 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე, რომელმაც ბოლო წლების მსგავსად, ფინალში გივი მაჭარაშვილს სძლია. 125 კგ წონით კატეგორიაში კი უკვე მრავალი წელია შეუჩერებელია გენო პეტრიაშვილი, რომელმაც წელს, თებერვალში, რომში გამართულ ევროპირველობაზე, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში:

57 კგ
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

61 კგ
1.ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)

65 კგ
1.შმაგი თოდუა (სამტრედია)
2. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. ცოტნე აბალაკი (გორი)
3. შოთა ფარტენაძე (აჭარა

70 კგ
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)
3. გია ავალიანი (სამტრედია)

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3.თემურ ბერუშვილი (გორი)

79 კგ
1. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
2. ევსები შველიძე (ხარაგაული)
3. გოგა მამიაური (თბილისი)
3. ტარზან მაისურაძე (თბილისი)

86 კგ
1. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
3. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)

92 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. მირიან მაისურაძე (ონი)
3. მერაბი სულეიმანიშვილი (გორი)
3. იუზა ცერცვაძე (თბილისი)

97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)
3. გურამ ენდელაძე (ქუთაისი)

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (გორი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
3. როლანდ ანდრიაძე (ხონი)

საქართველოს ჩემპიონებით, მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე ეროვნული გუნდი დაკომპლექტდება.

ხვალიდან, სპორტის ახალ სასახლეში, ხალიჩაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია

  •  
  •  
  •  
  •  
  •