თბილისში, მამაკაცს დედის ცხედარი ერთი თვე სახლში ჰყავდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.

გაირკვა, რომ 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.

გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ დედის დასაფლავება უსახსრობის გამო ვერ შეძლო.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •