გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

დღეს ცნობილი ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან გამართული დახურული შეხვედრების გარკვეული დეტალები, რომელსაც მხარეები მკაცრად ასაიდუმლოებენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით მე-10 მოწვევის პარლამენტში შესაძლოა გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” ნაწილი ვიხილოთ, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დღეს გაიმართება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ.

ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდი, რამდენიც საჭიროა პროგრესისთვის და საერთო პლატფორმის მისაღწევად.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •