გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს “ნიძლავს” სთავაზობს. უგულავას თქმით, თუ ოპოზიციიდან ვინმე, “ისიც კი ვინც ყანყალებს” პარლამენტში შევა, ის მზადაა თავი გადაიპარსოს, ხოლო თუ კობახიძის მოლოდინი არ გამართლდა და “ოცნება” მარტო აღმოჩნდება პარლამენტში, მაშინ თავის გადაპარსვას ირაკლი კობახიძეს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოლაპარაკებების მე-4 რაუნდიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტში შევა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •