ალეკო ელისაშვილი: “ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”

ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ –  ასე ეხმაურება პარტია ” მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.

„ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ამჟამად ფასილიტატორ ელჩებთან ერთად მიმდინარეობს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •