ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია 84:91 დაამარცხა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ილიას ზუროსის გუნდმა, ამჯერად შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა ძალიან დაძაბული შეხვედრა და საბოლოოდ, 7 ქულიანი სხვაობით – 84:91 იმარჯვა.

ეროვნული გუნდი ქვეჯგუფში უდანაკარგოა და ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.

ფოტო: კალათბურთის ფედერაცია

  •  
  •  
  •  
  •  
  •