კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 85:91 დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, სტუმრად, ფინეთის ქალაქ ესპოოში ფინეთის ეროვნული ნაკრები 85:91 დაამარცხა და შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ეროვნულ გუნდს გიორგი შერმადინმა 27, თორნიკე შენგელიამ 19, ხოლო თად მაკფადენმა 14 ქულა მოუპოვა. ნაკრების დებიუტანტების, ალექსანდრე ფევაძისა და გივი ბაქრაძის ანგარიშზე, შესაბამისად 11 და 10 ქულაა.

30 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •