უკრაინაში, სასწავლო ფრენის დროს მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან საჰაერო კადეტები. BBC-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა კატასტროფა აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვის მიდამოებში დაშვებისას განიცადა.

ეკიპაჟის ჩათვლით, ბორტზე 25 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილთა შორის ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან, თვითმფრინავი  სასწავლო ფრენას ასრულებდა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •