- თვითმკვლელობა მე-4 ბრიგადაში - ჯარისკაცმა იარაღი ისროლა
- ნონო ანდღულაძე: წინსვლისთვის სიმშვიდე და ძლიერი მენეჯერი გვჭირდება
- საქართველოში სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა პრობლემად რჩება - Freedom House
- შოკა მოდებაძე: რაგბი და ნაკრები მთელი ქვეყნისაა და არა მხოლოდ მორაგბეების!
- რაგბის კავშირის პრეზიდენტს 10 მარტს აირჩევენ
ბექა ღვინიაშვილი ოსაკას გრან სლემის გამარჯვებულია

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა, ოსაკას გრან სლემი ტრიუმფით დაასრულა.
ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალში მასპინძელი, იაპონელი კენტა ნაგასავა იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში, ღვინიაშვილი უზბეკ დავლატ ბობანოვს დაეჭიდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ოსაკას გრან სლემზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.