ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს პრიზიორია

საქართველოს ნაკრების აქტივში, მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

-81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა და მესამე ადგილს დაეუფლა.

ხვალ, მედლისთვის ბრძოლაში -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი ჩაერთვება.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. პლანეტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (-60კგ).

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •