პირველი ოქრო ბაქოდან – ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილი უკავია

აზერბაიჯნაის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მე-15 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქრო საქართველოს ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა  (50კგ)მოუტანა.

ნიკა ბაჩიაშვილმა ავსტრიელი, იტალიელი და ფრანგი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში რუმინელ მატეი ალეკსანდრუსთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს ვაზარი აართვა და საქართველოს ნაკრებს ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილი უკავია.

ფოტო: ოლიმპიური კომიტეტი

  •  
  •  
  •  
  •  
  •