ნიკო შერაზადიშვილი ბუდაპეშტის გრან პრის ჩემპიონია, ბექა ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალოსანი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

-90 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს, ამავე წონაში, ბექა ღვინიაშვილი დაეუფლა.

ნიკო შერაზადიშვილი მეოთხედფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილს დაუპირისპირდა და მას იპონით მოუგო. ღვინიაშვილი კი ნახევარფინალისთვის კუბელ სილვა მორალესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ტაჯიკ უსტორიპიონს სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ყაზახ ბოზბაიევს აჯობა.

დღესვე, +100 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილი იჭიდავებს.

ბუდაპეშტის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს მედალი აქვს, რომელიც გუშინ ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •