ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) მინსკის მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

ნაკრების კაპიტანმა ორივე დაპირისპირება ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და იპონით მოიგო ნახევარფინალის საგზურისთვის, “ლიპომ” მონტენეგროელი დანილო პანტიჩი დაამარცხა და ფინალისთვის ბრძოლაში ფრანგ სირილ მარეს შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) რუს ხალმურზაევთან გოლდენ სკორში დათმო თავისი შეხვედრა. ამავე წონაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი კი სენსაციურად დამარცხდა და ისიც მედლის გარეშე დარჩა.

მალე, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს გურამ თუშიშვილი (+100კგ).

  •  
  •  
  •  
  •  
  •