გურამ თუშიშვილი მინსკის ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი მინსკის ევროპული თამაშების 1/2 ფინალში გავიდა.
ნახევარფინალის საგზური ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავნმა 11 წამში მოიპოვა.
პოლონელ სარნაცკის თუშიშვილმა სტარტზევე იპონით სძლია. ფინალის საგზურისთვის გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ გროლს შეერკინება.
1/2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ბელარუსი მოწინააღმდეგე, საფირმო მახრჩობელა ილეთით, ასევე იპონით დაამარცხა.
-90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი მალე რუს ხალმურზაევს დაუპირისპირდება.