“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“დეტროიტ პიტონსის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ზაზას გუნდს, გამთენიას, მაიამიში, “მაიამი ჰიტთან” შეხვედრა ჰქონდა, რომელიც 108:74 წააგო. American Airlines Arena-ზე, ქართველი ჩოგბურთელი თანამემამულის საგულშემატკივროდ მივიდა.

“მადლობა, ჩემო ბიჭო, მოსვლისა და თამაშზე მხარდაჭერისთვის”, – წერს ზაზა ფაჩულია.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან “ინდიან უელსის” 1000-იან მასტერსზე პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო კვალიფიკაციის მე-18 ნომერი ახლა მაიამიშია და მორიგი ტურნირისთვის ემზადება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •