ავიაკატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმფრინავი აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა

ავიაკატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედია ეთიოპიის ნაციონალურ ავიაზახების ბოინგ 737-ზე დატრიალდა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ავიალაინერი ადის აბებადან კენიის დედაქალაქის, ნაირობის მიმართულებით მიფრინავდა.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი, Twitter -ზე, გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ტრაგედიის ადგილას შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •