კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ქართველი კალათბურთელები ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა.

ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა.

ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ.

შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ.

ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: GBF

  •  
  •  
  •  
  •  
  •