18 წლის გოგონამ ბავშვი ძილში გააჩინა – მან ისიც კი არ იცოდა, რომ ორსულად იყო

ებონი სტივენსონი თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა და დასაძინებლად დაწვა. 4 დღის შემდეგ კი ის დედა გახდა. გოგონამ არ იცოდა, რომ ორსულად იყო.

როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ოლდემში მცხოვრებ 18 წლის ებონს ორი საშვილოსნო ჰქონდა. აქედან ერთი – მთელი ორსულობის განმავლობაში, ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. ამიტომ სტივენსონი არც კი დაეჭვებულა, რომ ბავშვს ელოდა.

ძილში მას ძლიერი ტკივილები დაეწყო. გოგონა მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ არ ახსოვს, როგორ წავიდა სააბაზანოში, სადაც გონება დაკარგა.

ებონის დედა ამბობს, რომ მის ქალიშვილს მოულოდნელად მუცელი გამოებერა. მან სასწრაფო გამოიძახა. ებონი სტივენსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როცა ებონი გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ დედა იყო – მან გოგონა გააჩინა. ახალშობილი 3,45 კილოგრამს იწონიდა. ექიმების აზრით, ბავშვი ნორმალურ დროს დაიბადა – აღმოჩნდა, რომ ებონი მას მუცლით 9 თვე ატარებდა. მან ქალიშვილს ელოდი დაარქვა.

“როცა პირველად ბავშვი ვნახე, ეს აბსოლუტურად არარეალური განცდა იყო, – ამბობს ებონი სტივენსონი, – თავიდან რაღაც შეცდომა მეგონა. ვამბობდი, წაიყვანეთ აქედან ეს ბავშვი. მერე დედამ და მედდებმა ყველაფერი ამიხსნეს და გოგონა დამიბრუნეს. ის ხელში ავიყვანე. მეშინოდა, რომ ჩემს გოგონას ვერ დავუმეგობრდებოდი, რადგან ჯერ იმ აზრს უნდა შევჩვეოდი, რომ ის საერთოდ დაიბადა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, შესანიშნავია.”

წყარო: BBC

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •