კახა კალაძე გეგა გეგეშიძეზე: ეს იყო მართლაც ამაზრზენი

კახა კალაძე გეგა გეგეშიძეზე: ეს იყო მართლაც ამაზრზენი

თბილისის მერის, კახი კალაძის შეფასებით, 11 იანვარს,  სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხრიდან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტი ამაზრზენია და ეს მისაღები არავისთვის არის. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მომხდარი. ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც საღად აზროვნებს, როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი ის, რაც მოხდა. ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ ყველამ სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა კალაძემ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ზურა დათუნაშვილზე განხორციელებული…

მეტი

დათუნაშვილი გეგეშიძეზე: ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი

დათუნაშვილი გეგეშიძეზე: ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი

ევროპის ორგზის ჩემპიონსა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ. დაკითხვაზე შესვლამდე, დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას. „გუშინ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც უარყოფს ამ ყველაფერს და აპირებს თანამშრომლობას. მოქმედებს ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით. ესაა ჩემი სიმართლე და უნდა გადადგეს თანამდებობიდან. იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, სიმართლე თქვას. არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს, მაგრამ ვიცი, რომ…

მეტი

გეგა გეგეშიძე და ზურა დათუნაშვილი სასამართლოში ჯერ არ გამოცხადებულან

გეგა გეგეშიძე და ზურა დათუნაშვილი სასამართლოში ჯერ არ გამოცხადებულან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთში, ჭიდაობის ფედრაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტის, ზურა დათუნაშვილის გამოკითხვა უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე, არცერთი მათგანი სასამართლოში არ გამოცხადებულა. გეგეშიძის და დათუნაშვილის სასამართლო წესით დაკითხვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ორივე მათგანმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა მოჭიდავეს. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა “შაბათის კურიერმა” გაასაჯაროვა. ვინაიდან არცერთმა მათგანმა გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურას შუამდგომლობით…

მეტი

ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შენობასთან, გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას და 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. “გეგეშიძემ თვითონ განაცხადა, რომ ჩხუბიც არ ყოფილაო. უნდა გადადგეს და ჩემპიონების ტატამზე ცემას უნდა მოეშვან. ესაა მთავარი მოთხოვნა. ვიცით, რომ ქვეყანაში არის დაუსჯელობის განცდაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და რეალურად დაისჯება დამნაშავე”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. თბილისის სპორტის სასახლეში, 11 იანვარს,…

მეტი

გეგა გეგეშიძე: არც განვიხილავ საკითხს, რომ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა

გეგა გეგეშიძე: არც განვიხილავ საკითხს, რომ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის განცხადებით, ის არც კი განიხილავს თანამდებობის დატოვების საკითხს. ამის შესახებ, გეგეშიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურა დათუნაშვილი ითხოვს, რომელსაც, გეგეშიძემ, 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა კი, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასაჯაროვდა. ზურა დათუნაშვილი, აქამდე მიცემულ ინტერვიუებში, გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვდა და მის პასუხისმგელობაზე საუბრობდა, თუმცა სპორტსმენმა, მასთან სახლში, დაკითხვაზე მისულ სამართალდამცავებს, ჩვენების მიცემაზე…

მეტი

გეგა გეგეშიძე: არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი

გეგა გეგეშიძე: არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას სპორტსმენისთვის არაფერი ჩაურტყამს, ხელში არც ჯაჭვი სჭერია და არც ხელკეტი. „დიდი ჩხუბი იყო. რომ გითხრათ, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და არც მე დამინახავს პირადად. ისე რომ, რა ვიცი, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რომ ზოგი იძახის, ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი კიდევ იძახის,…

მეტი

შსს ზურა დათუნაშვილის გამოკითხვას საასამართლოს წესით ითხოვს

შსს ზურა დათუნაშვილის გამოკითხვას საასამართლოს წესით ითხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე ჩვენების მიცემას და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვას სასამართლოს წესით ითხოვს, მათ შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილისაც, რომელმაც გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით უწყებამ პროკურატურას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონეტზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე…

მეტი

ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება არ მისცა

ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება არ მისცა

როგორც The Recorder-სთვის გახდა ცნობილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა, ზურა დათუნაშვილმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ სამართალდამცავებს ჩვენება არ მისცა. აქამდე, სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა და მის წინააღმდეგ, გეგა გეგეშიძის მხრიდან, სპორტის სასახლეში მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობდა, რისი ვიდეომტკიცებულებაც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა. ზურა დათუნაშვილმა მომხდარი ინციდენტის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გეგეშიძის მხრიდან თავდასხმასა და ძალადობაზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ გეგეშიძემ მას თავში ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. დათუნაშვილის განცხადების…

მეტი

ზურა დათუნაშვილის განცხადებით, გეგა გეგეშიძემ მას თავში ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა

ზურა დათუნაშვილის განცხადებით, გეგა გეგეშიძემ მას თავში ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურა დათუნაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს უპირისპირდება და მის გადადგომას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, სპორტსმენი ვერცელ განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს და ეროვნულ ჩემპიონატზე, 11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. დათუნაშვილის განცხადებით, მას გეგა გეგეშიძემ თავში ორჯერ ჩაარტყა ბლაგვი საგანი. “გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ…

მეტი
1 2 3 4