ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია, რადგან იმ სპორტსმენებმა, რომლებიც ტოკიოს თამაშებისთვის იბრძვიან, საწვრთნელი პროცესის განახლება მალე მოახერხონ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის პროტოკოლი დამტკიცა, სეოკ-ის პრეზიდენტი მასში ცვლილებების შეტანას სწორედ ოლიმპიური სახეობებისთვის ითხოვს, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია 14 დღე კარანტინში გყავდეს სპორტსმენი და ტესტირების შემდეგ, კვლავ ორი კვირა ავარჯიშო. ვინ გაიღებს სპორტსმენთა ვირუსზე ორჯერ ტესტირების ხარჯებს, გაგრძელდება თუ არა ფედერაციებისა და სპორტსმენების ფინანსური დახმარება მომავალ წლამდე, რამდენ ლიცენზიას ელოდება საქართველო ტოკიოს…

მეტი

სპორტსმენები სეოკისგან სტიპენდიას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ

სპორტსმენები სეოკისგან სტიპენდიას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ

ის სპორტსმენები, რომლებიც ლიცენზიის მაძიებლებად განიხილებიან და ოლიმპიური კომიტეტისგან სპეციალურ სტიპენდიას იღებენ, მას 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიღებენ. ამის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა “ოლიმპიური დღიურებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სეოკი, ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ფედერაციებისგან იღებს იმ სპორტსმენების სიას, რომლებიც შემდეგი თამაშების ლიცენზიის მაძიებლებად განიხილებიან და ამის შემდეგ მათ, 4 წლის განმავლობაში ხელფასი ენიშნებათ. ზაფხულის თამაშების შემდეგ კი ეს სიები ნახლდება. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო 2020 გადაიდო, ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ ყველა…

მეტი

ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დათუნაშვილს სერბული დებიუტი არ გამოუვიდა

ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დათუნაშვილს სერბული დებიუტი არ გამოუვიდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 87 კგ წონით კატეგორიაში, დღეს სერბეთის სახელით ზურა დათუნაშვილს დებიუტი ჰქონდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო სერბეთის პასპორტი და ამიერიდან ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს. საქართველოდან წასულმა მოჭიდავემ არც თუ ძლიერ კონკურენტთან, ლიეტუველ ეივიდას სტანკევიჩუსთან 7:3 დათმო სადებიუტო დაპირისპირება და შანსი მას შემდეგ გაუჩნდება, თუკი ლიეტუველი ფინალში გასვლას შეძლებს. ამავე წონაში, ქართველმა თორნიკე ძამაშვილმა, სომხების მსოფლიო ჩემპიონ მანუკიანს 3:1 სძლია და 1/4 ფინალში გავიდა.

მეტი

ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იჭიდავებს

ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იჭიდავებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი, თებერვალში, რომში გასამართ ევროპირველობაზე სერბეთის სახელით იასპარეზებს. სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის 8 იანვრით დათარიღებული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ქართველმა მოჭიდავემ სერბული პასპორტი რამდენიმე თვის წინ მიიღო, ნაკრები კი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას დეკემბრიდან შეუდგა. ტრაიკოვიჩის განცხადებით, სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის რომის ევროპის ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიცია იქნება. სხვა მოჭიდავეებთან ერთად, ტრაიკოვიჩს ქართველი დათუნაშვილის იმედიც აქვს, რომლისგანაც ჯერ ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდებიან.

მეტი

ლერი ხაბელოვს ზურა დათუნაშვილისთვის სერბეთში წასვლის უფლება არ მიუცია

ლერი ხაბელოვს ზურა დათუნაშვილისთვის სერბეთში წასვლის უფლება არ მიუცია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილისთვის სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიუცია. “რეკორდერმა” ეროვნული ოლიმპური კომიტეტიდან ის წერილი გამოითხოვა, რომელიც პრეზიდენტმა სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტის გენერალურ მდივანს, ჟორჟე ვისაკის გაუგზავნა. ლერი ხაბელოვი სერბ კოლეგას წერს, რომ დათუნაშვილის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი არ არის. “ბატონ ჟორჟე ვისაკის სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს პატივცემულო გენერალურო მდივანო, ჩვენი საუბრის შესაბამისად  ევროპის მე-2 თამაშებზე მინსკში თქვენ თხოვნით მოგვმართეთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი…

მეტი

ოლიმპიურ კომიტეტს ზურა დათუნაშვილისთვის სტიპენდია არ შეუჩერებია

ოლიმპიურ კომიტეტს ზურა დათუნაშვილისთვის სტიპენდია არ შეუჩერებია

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილისთვის სტიპენდია არ შეუჩერებია. ამის შესახებ “რეკორდერს” სეოკ-ში განუცხადეს. როგორც კომიტეტში განმარტავენ, ამ სტიპენდიას ლიცენზიის მაძიებლად მოაზრებული სპორტსმენები 4 თვეში ერთხელ იღებენ. დღევანდელი მდგომარეობით, დათუნაშვილისთვის ეს სტიპენდია შეჩერებული არ არის. ზურა დათუნაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მან პასუხი მიიღო ჭიდაობის ფედერაციისგან, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას მას არ მისცემენ და ამასთან, განაცხადა, რომ მას ხელფასი მოეხსნა. ეს ხელფასი სწორედ ის სტიპენდიაა, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი ბერძნულ-რომაული…

მეტი

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილება: ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილება: ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაცია მოჭიდავემ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ან კარიერა უნდა დაასრულოს, ან ორწლიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს, რომელიც სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობისას ემუქრება. სპორტსმენი წერს, რომ მას ხელფასიც მოუხსნეს და 27 წლის ასაკში, 2 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, მისი სპორტში დაბრუნება რთული იქნება. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ…

მეტი

გეგა გეგეშიძე: თქვენ გგონიათ, მე მოძალადე ვარ და დათუნაშვილი განტევების ვაცია?

გეგა გეგეშიძე: თქვენ გგონიათ, მე მოძალადე ვარ და დათუნაშვილი განტევების ვაცია?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ სპორტსმენს ქვეყნიდან წასვლა და ყაზახეთის სახელით ასპარეზობა ორი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. გეგეშიძის განმარტებით, დათუნაშვილი, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს ქვეყნიდან წასასვლელად იყენებს. “აბა, მე აქ მოვრჩი სპორტს და ვის გინდივართ, ასე არ ხდება. დათუნაშვილს წინასწარ ჰქონდა გამზადებული ქვეყანა და მოლაპარაკებები ყაზახეთში. ყველაფერი ჩატარებული ჰქონდა მასაც და მწვრთნელსაც, გვარი…

მეტი

ზურა დათუნაშვილი: გამიშვით!

ზურა დათუნაშვილი: გამიშვით!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან შერიგებას არ აპირებს და მოითხოვს, რომ სხვა ქვეყანაში ასპარეზობის უფლება მისცენ. ამის შესახებ სპორტსმენმა ჟურნალისტებს, პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “ვეტერანები პრეზიდიუმის სხდომაზე საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ. ამ შერიგების შემდეგ მოხდება ისე, რომ არავინ დაიჩაგრებაო და ა.შ. ჩემი პოზიცია იყო ასეთი – მე აქ ვერ ვიქნები ამ ადამიანთან. თუ ეს ადამიანი გინდათ პრეზიდენტად, იყოს თქვენი პრეზიდენტი, მე გამიშვით. თუ არ გამიშვებთ, დამბლოკეთ….

მეტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ჩატარების თარიღი ცნობილია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ჩატარების თარიღი ცნობილია

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს, ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. როგორც ცნობილია, პრეზიდიუმის სხდომაზე, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელონ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ განმარტა, რომ სხდომა როგორც მისი, ისე ზურა დათუნაშვილის ქმედებებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მეტი
1 2 3 4