ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება (ვიდეო)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება (ვიდეო)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. რეაბილიტირდა ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობები. წყალმომარაგების სისტემები, ხელოვნური ტბილის წყალმომარაგების სათავე ნაგებობა. მოეწყო სასეირნო ბილიკები, სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღის დათვალიერება ნოემბერში იქნება შესაძლებელი. პროექტს მუნციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 11 231 524 ლარია. #ინფრასტრუქტურა2019 ✨განახლებული…

მეტი