ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ გაიხსნა

ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნა. ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. გახსნის ღონისძიებას მინისტრთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდა. კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, შიდა/გარე კარების და სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებით არის დაკავებული. აღნიშნული 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. 2018 წლიდან, კომპანიამ…

მეტი

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი