კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

სამშენებლო კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა. სახურავი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადიოდა, კედლები დაინესტა და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.  სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.

მეტი