ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სამშენებლო კომპანია MBG, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოებს  იწყებს. სახურავი დიდი ხანია დაზიანებულია, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადის, კედლები დანესტილია და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს. სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად 43…

მეტი

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ”, რომელსაც კომპანია PRMC და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” ახორციელებს, ახალი წლიდან საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური პროექტი, გასული წლის სექტემბრიდან, დედაქალაქის კერძო და საჯარო სკოლებში დაიწყო და უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა. კამპანიაში, კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩაერთნენ. წლის ბოლოს, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც ლეგენდარული სპორტსმენების ისტორიული ნივთები გაიყიდა. შენაძენიდან შემოსული თანხა – 43 ათასი ლარი, საოკუპაციო…

მეტი

”ძლიერები არ ძალადობენ“ – სოციალური პროექტის წარმატებული ფინალი

”ძლიერები არ ძალადობენ“ – სოციალური პროექტის წარმატებული ფინალი

ქართველი ჩემპიონების სპორტული აქსესუარების აუქციონიდან შემოსული თანხა 43 000 ლარი ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობას მოხმარდება. საქველმოქმედო აუქციონი მთაწმინდაზე, 18 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ქართველი ჩემპიონები, კამპანიის კეთილი ნების ელჩები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა აუქციონიდან შემოსული თანხისა, ბერშუეთის სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილისგან, შალვა გოგოლაძისგან სპეციალურ საჩუქარს – ძიუდოს ტატამს, კალათბურთის ფარებსა და ბურთებს მიიღებს. სამშენებლო კომპანია MBG ბერშუეთის საჯარო…

მეტი

ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა

ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა

კომპანია PRMC-ს და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის“ სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად ჩატარდა, ყველაზე ძვირად მსოფლიოს 21-ე მოქმედი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი გაიყიდა. ლოტი, კომპანიის სახელით, „ლისი დეველოპენტის“ გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა 9 000 ლარად შეიძინა. ეს ჩოგანი კომპანია HEAD-მა სპეციალურად ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დაამზადა. სწორედ ამ ჩოგნით მოიგო ქართველმა ჩოგბურთელმა წელს ATP ტურნირი- ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობა და შანხაის მასტერსის ფინალი, სადაც მსოფლიოს მე-4 ჩოგანი,…

მეტი

ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 18 დეკემბერს, მთაწმინდაზე გაიმართა. გამარჯვებულებს შორის ყველაზე უმცროსი 51-ე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, ანანო ერაძეა. კონკურსში ასევე გაიმარჯვეს: თბილისის 166-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი ლომიძემ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ მასურაშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქურასბედიანმა, ბერშუეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანი წიკლაურმა და…

მეტი

სოსო ფხაკაძე სოციალური კამპანიის -“ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

სოსო ფხაკაძე სოციალური კამპანიის -“ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის განცხადებით, მათი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფუნდამენტი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა. სწორედ ამის გამო, კომპანიამ, ბოლო წლების განმავლობაში, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, 30 მილიონი ლარი გაიღო, ხოლო მათ საკუთრებაში არსებულ სპორტულ სივრცეებს, ყოველთვიურად, 3000-მდე ბავშვი იყენებს. “ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ახალგაზრდა თაობა მუდმივად უნდა იყოს ჩართული სპორტულ აქტივობებში. სპორტი და სწავლა წარმატების მთავარი…

მეტი

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

კომპანია PRMC-ის სოციალურ პროექტში – “ძლიერები არ ძალადობენ” – ნიუტონის თავისუფალი სკოლა ჩაერთო. კამპანიის ეგიდით, სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” ესტუმრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებიც მონაწილეობდნენ. ისინი მოზარდებს ბულინგის არსის შესახებ ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით –  “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა…

მეტი

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ალანიაც ესწრებოდნენ. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული…

მეტი

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კომპანია PRMC-ის სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ეწვია. მასთან ერთად, სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  შალვა გოგოლაძე და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები სტუმრობდნენ. გურამ კაშიამ მოზარდებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს,  საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით –  „არ…

მეტი
1 2 3