ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით არ მიდის

ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით არ მიდის

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ამ დროისთვის განაცხადშია წარდგენილი, ნატურალიზებული ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში ფინანსების არქონის გამო ვერ მიემგზავრება. “რეკორდერი” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელებმა მიიღეს და საუბარი უსახსრობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ათაბეგაშვილი ამბობს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის მომავალ წელს, ქართველი გოგონები, სალიცენზიო ტურნირებზე იბრძოლებენ, ქალთა გუნდი კი ამ დროისთვის რუმინეთში შეკრებაზე იმყოფება. “ქალთა…

მეტი

EXCLUSIVE: იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს

EXCLUSIVE: იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს

“რეკორდერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ინფორმაციას ცირეკიძის დაკავების შესახებ, ძიუდოს ფედერაციაში ჯერჯერობით არ ფლობენ. ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის განმარტებით, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. “რეკორდერი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და თავად ცირეკიძესაც, რომელიც ამ დროისთვის, პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ირაკლი ცირეკიძე უარყოფს დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოსაკაში ცირეკიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. “იაპონიაში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი…

მეტი

ძიუდოს ფედერაციაში სპეციალური კომისიის სხდომა 12 იანვარს ჩატარდება

ძიუდოს ფედერაციაში სპეციალური კომისიის სხდომა 12 იანვარს ჩატარდება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 12 იანვარს, იმ კომისიის სპეციალური სხდომა ჩატარდება, რომელიც იაპონიაში სავარაუდოდ მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს. ამასთან დაკავშირებით, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი განცხადებასაც ავრცელებს, სადაც წერია, რომ მათი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ არის აღმოფხვრილი ფედერაციის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა. “როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, სამწუხაროდ დღემდე არ არის აღმოფხვრილი. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით სიტუაციის დასარეგულირებლად შემუშავებულ იქნა სპეციალური ფორმატი, რომელსაც ყრილობის დელეგატების გარდა დაესწრება ყველა ვეტერანი…

მეტი