ლუხუმ ჩხვიმიანი – ოლიმპიური თამაშები მაშინ არის მაგარი, როდესაც მას იგებ

ლუხუმ ჩხვიმიანი  – ოლიმპიური თამაშები მაშინ არის მაგარი, როდესაც მას იგებ

კორონავირუსმა, ისევე როგორც სხვების, ლუხუმ ჩხვიმიანის დღის წესრიგიც შეცვალა. ევროპის, მეორე ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონის ერთადერთი საფიქრალი წელს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები იყო, თუმცა, ახლა სახლის პირობებში ცდილობს ფორმის შენარჩუნებს. ქართველი ძიუდოისტი ფიქრობს, რომ ოლიმპიური თამაშების გადადებით ის მუხტი და ინერცია დაკარგა, რაც ამ დიდი ტურნირების მოგების შემდეგ ჰქონდა, თანაც, მსოფლიო ჩემპიონატი ხომ სწორედი იმ დარბაზში მოიგო, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ყველა ეს შეჯიბრი მტკივნეული ხელით მოიგო, მას ექიმები ოპერაციას ურჩევდნენ,…

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ქართველმა ფალავანმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტრიუმფით დაასრულა და თავისივე დამყარებული რეკორდები დაამხო. წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-მა ხმის მიცემით გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ლაშა ტალახაძეს ერგო, შედეგებით მეორე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, მესამე კი – ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება: წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი…

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ადამიანი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანია

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ადამიანი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანია

ჩინეთში მიმდინარე ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ). ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზური ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან ბრძოლაში დათმო, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, რუსი არმან ადამიანი დამარცხა. ამ გამარჯვებით, ლიპარტელიანმა 900 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს დაემატება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ცინდაოს მასტერსი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ოქრო, დღეს 19 წლის ლაშა ბექაურმა (090კგ) ნიკა შერაზადიშვილთან დაპირისპირებაში მოიპოვა, ბრინჯაოს კი ვაჟა მარგველაშვილი )-66კგ) დასჯერდა.

მეტი

ლაშა ბექაურმა ნიკა შერაზადიშვილი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა ნიკა შერაზადიშვილი დაამარცხა და ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია

19 წლის ძიუდოისტი, ლაშა ბექაური (-90კგ) ცინდაოს მასტერსის ჩემპიონია. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა, ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა და ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა ჩემპიონობის გზაზე აზერბაიჯანელი, ჰოლანდიელი და იაპონელი მეტოქეები ჩამოიცილა. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც მესამე ადგილისთვის რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება. ლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსის მოგებით 1800 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. აღნიშნულ ტურნირზე კი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება. ჩინეთში გამგზავრებამდე, ლაშა…

მეტი

ვაჟა მარგველაშვილი ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია

ვაჟა მარგველაშვილი ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია

ჩინეთში მიმდინარე ცინდაოს მასტერსზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოუტანა. ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვენიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, მარგველაშვილი ერთადერთია, რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო. მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი სტარტზევე დამარცხა. მარცხი განიცხადეს ბაგრატ ნინიაშვილმა და ეთო ლიპარტელიანმაც. ცინდაოს მასტერსზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება. შეჯიბის მონაწილე ავტომატურად იღებს 200 სარეიტინგო ქულას, გამარჯვებული – 1800-ს. ვაჟა მარგველაშვილმა კი 900 სარეიტინგო ქულის გამომუშავება მოახერხა.

მეტი

ცინდაოს მასტერსი: ჩხვიმიანი, ნინიაშვილი და ეთო ლიპარტელიანი დამარცხდნენ, მარგველაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

ცინდაოს მასტერსი: ჩხვიმიანი, ნინიაშვილი და ეთო ლიპარტელიანი დამარცხდნენ, მარგველაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში სტარტი აიღო ძიუდოს მასტერსმა, რომელიც 14 დეკემბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტურნირისთვის, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება, ასეთია: -60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი -66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -81კგ – ტატო გრიგალაშვილი -90კგ – ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური -100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი +100კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი -57კგ – ეთერ ლიპარტელიანი სამწუხაროდ, -60 კგ წონით კატეგორიაში, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ახალგაზრდული ევროპისა…

მეტი

ბექა ღვინიაშვილი ოსაკას გრან სლემის გამარჯვებულია

ბექა ღვინიაშვილი ოსაკას გრან სლემის გამარჯვებულია

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა, ოსაკას გრან სლემი ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალში მასპინძელი, იაპონელი კენტა ნაგასავა იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში, ღვინიაშვილი უზბეკ დავლატ ბობანოვს დაეჭიდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ოსაკას გრან სლემზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანი: არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის

ვარლამ ლიპარტელიანი: არაერთი ასეთი საქმე უნდა გაკეთდეს მომავალი თაობისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩია, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გახსნაზე, წითელი ლენტის გაჭრის პატივიც ერგო. ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზისთვის ჩასატარებელ აუქციონს თავისი ისტორიული კიმონოც აჩუქა. „ლიპოს“ თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობა აქტიურად იყოს ჩართული სპორტში და ენერგია სწორად დახარჯონ. ვარლამ ლიპარტელიანი: „ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ლამაზი დარბაზის გახსნას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და…

მეტი

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ძიუდოისტთა ნაკრებმა აგვისტოში, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სწორედ იმ დარბაზში, სადაც წელს პლანეტის პირველობა ჩატარდა, მომავალ წელს სპორტსმენები ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ლიდერები, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს მედლების გარეშე დაემშვიდობნენ, თუმცა, ნაკრების თავკაცი, ნოდარ მეტრეველი, „ოლიმპიური დღიურებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრაგედია არ მომხდარა და ორივესგან, მომავალ წელს ოქროს მედალს ელოდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებულია და აცხადებს, რომ მის გუნდს ტოკიოს…

მეტი

ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ოქროს ფინალში, ლიპარტელიანმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა შესანიშნავი იპონით დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღეს ტატამზე მამაკაცები -81, -90 კგ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ ძალებს. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი
1 2 3 7