ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

რომის მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. გარდა ლაშა ტალახაძისა, რომის მსოფლიო თასი, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, ტრიუმფით დაასრულა ანტონ პლესნოიმაც (96კგ). პლესნოიმ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა….

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ქართველმა ფალავანმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტრიუმფით დაასრულა და თავისივე დამყარებული რეკორდები დაამხო. წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-მა ხმის მიცემით გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ლაშა ტალახაძეს ერგო, შედეგებით მეორე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, მესამე კი – ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება: წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი…

მეტი

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრებები გამოავლინეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე დასახელდა. მესამე ადგილი ლუკა მაისურაძეს ერგო, მეორე კი – ეთერ ლიპარტელიანს. საუკეთესო მწვრთნელი, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით გიორგი ასანიძე გახდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების თავკაცი, გიორგი იანტბელიძე, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე – წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი – რევაზ ჩომახიძე. საუკეთესო ნაკრებად ძალოსანთა ეროვნული გუნდი დასახელდა, მეორე ადგილი წყალბურთელებს ერგოთ, ხოლო…

მეტი

3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა. ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

მეტი

შოთა მიშველიძემ, ტოკიოს სალიცენზიო ტურნირზე, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

შოთა მიშველიძემ, ტოკიოს სალიცენზიო ტურნირზე, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61 კგ) სამი მედალი – ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მოიპოვა. მიშველიძე ატაცში 120 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, პირველი იყო აკვრაში დამორჩილებული 146 კილოგრამით, ასევე გაიმარჯვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 266 კილოგრამით. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირზე წარმატება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა. ასე რომ, მიშველიძემ ამ მხრივ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია…

მეტი

ანტონ პლესნოიმ ოქროსთვის აიტაცა

ანტონ პლესნოიმ ოქროსთვის აიტაცა

ანტონ პლესნოი ატაცში ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში 168/173 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა თავის უახლოეს მდევარს, ასევე უკრაინელ სპორტსმენს 9 კილოგრამით აჯობა და ამ შედეგით საქართველოს ნაკრებს უმაღლესი სინჯის მედალი შესძინა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება. დღესვე, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რევაზ დავითაძემ მოიპოვა.

მეტი

რევაზ დავითაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

რევაზ დავითაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელებს შორის, მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. რევაზ დავითაძემ, ატაცში  165/168 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ასანიძის გუნდის წევრმა ატაცში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს მე-11 მედალი შესძინა. რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.

მეტი

ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოგა ცხეიძემ ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, აკვრაში კი 166 კილოგრამს გაართვა თავი, ხოლო ორჭიდში მოგროვებული 301 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბუქარესტში დღეს შესვენებაა. 23 წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ასანიძის გუნდი ასპარეზობას ხვალიდან განაახლებს. შეჯიბრზე 3 დღეში ორივე ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელების, გიორგი ასანიძისა და მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელონით 10 მედლის მოპოვება შეძლეს, საიდანაც 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. 23 წლამდელთა შორის გიორგი…

მეტი

გოდერძის ბერდელიძის 2 ოქრო და 1 ვერცხლი რუმინეთიდან

გოდერძის ბერდელიძის 2 ოქრო და 1 ვერცხლი რუმინეთიდან

23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 123/125 კგ. დაძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა. ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობაც იზეიმა.

მეტი
1 2 3 4