ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ და შპს “ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუს” ქუთაისის “ტორპედოს” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა. სოქერ ჰაუს,”ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი ქალაქის მერიას გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება”, – ნათქვამია განცხადებაში. უკვე რამდენიმე თვეა, რაც “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს, ჯერ კიდევ აქვთ მისაღები დავალიანებები. ჩაჩავამ დავალიანების გასტუმრება ვერ შეძლო და კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია “ჰუალინგ ჯგუფს” საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” თემაზე არ შეხვედრია და კომპანის არც ერთ წარმომადგენელთან არ უსაუბრია. როგორც “რეკორდერს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მერი მხოლოდ კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას შეხვდა და მისგან გუნდში არსებული ვითარება მოისმინა. ქუთაისის მერიის პრესსამსახური უარჰყოფს ინფორმაციას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და აზუსტებს, რომ გიორგი ღიჭვარიას მერობის დროს, “ტორპედოს” ბაზისა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის გასხვისება არ მოხდება ან თუ მოხდება, მხოლოდ ერთი პირობით – მისი დანიშნულება და ფუნქცია არ…

მეტი