მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაპატიმრებულმა მირზა სუბელიანმა, საპატიმრო დატოვა. საქართველოს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გლდანის მერვე საპყრობილის დატოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მირზა სუბელიანი ზუსტად ერთი წლის წინ დააკავეს. მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მეტი

დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დააკავეს

დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დააკავეს

ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი ამ თემაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე, სხვადასხვა მუხლით, 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი…

მეტი

მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა

მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ დღეს, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლელა ნოზაძის განმარტებით, მირზა სუბელიანისადმი წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  376-ე მუხლიდან  375-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა და ის დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედაა ცნობილი. დაცვის მხარემ, წინა სასამართლო პროცესის მსგავსად, დღესაც, სუბელიანისთვის ფულადი ჯარიმის შეფარდება მოითხოვა.  

მეტი

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ღია წერილს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, სარალიძე მზად არის, ბიძინა ივანიშვილს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. “ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო…

მეტი