ნოტრ-დამი დღეს: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ნოტრ-დამი დღეს: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ, ექსპერტებს ტაძარში ისევ არ უშვებენ, თუმცა უკვე არსებობს პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, რომლებიც ცხადყოფს, რამდენად ძლიერად დააზიანა ნოტრ-დამი საშინელმა ხანძარმა.  ხანძარმა იმდენად სწრაფად მოიცვა სახურავი, რომ მეხანძრეებმა ვერ შეძლეს, მისი გავრცელება შეეჩერებინათ.  ხანძრის გაჩენიდან 2 საათის შემდეგ, ტაძრის შპილი ჩამოიშალა და დაიფერფლა.  საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილე ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ შენობის კონსტრუცია, საერთო ჯამში, კარგ მდგომარეობაშია, რამდენიმე “სუსტი ადგილის” გამოკლებით.  ფოტოზე ჩანს, რომ ხანძარს, სულ მცირე, ერთი ვიტრაჟული ვარდებიანი ფანჯარა და მე-18…

მეტი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უნიკალური სიმდიდრე: რა გადარჩა და რა დაკარგა კაცობრიობამ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის უნიკალური სიმდიდრე: რა გადარჩა და რა დაკარგა კაცობრიობამ

კატასტროფულმა ხანძარმა გუშინ საღამოს პარიზის ნოტრ-დამის ტაძარი მოიცვა. ცეცხლმა შენობის სახურავი გაანადგურა, რამაც შპილის ჩამოშლა გამოიწვია. დაიწვა ხის კონსტრუქციები და მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდა ინტერიერი. პარიზის მერის მოადგილის, ემანუელ გრეგუარის თქმით, ტაძარს კოლოსალური ზიანი მიადგა. პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – გოთიკური ტაძარი, რომლის ისტორიაც 859 წელს ითვლის, მსოფლიო კულტურის ძეგლად ითვლება. ამდენად, ტაძრის აღდგენას კაცობრიობა ახლა ერთიანი ძალისხმევით შეეცდება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი უნიკალობა 3 უზარმაზარი ვიტრაჟული, ვარდებიანი ფანჯარაა, რომლებიც მე-13 საუკუნეში შეიქმნა. ამ ეტაპზე, დაუზუსტებელია,…

მეტი

გადარჩენილია ღვთისმშობლის ტაძრის წინა ნაწილი, ორი კოშკი და მთავარი რელიქვიები

გადარჩენილია ღვთისმშობლის ტაძრის წინა ნაწილი, ორი კოშკი და მთავარი რელიქვიები

ტელეკომპანია BBC  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრისგან გადარჩენილი ნაგებობების გრაფიკულ გამოსახულებას ავრცელებს.  როგორც გრაფიკაში ჩანს, ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდეგ ჩაინგრა. ხანძარს ტაძრის წინა ნაწილი გადაურჩა, მათ შორის, ორი მთავარი კოშკი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს, რამდენიმე საათიის განმავლობაში, დაახლოებით, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. სამაშველო სამუშაოებში არ ჩართულა ავიაცია, რადგან, სპეციალისტების განცხადებით, ტაძარს ძლიერი წყლის ჭავლით კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის…

მეტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, შენობებს შეამოწმებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, შენობებს შეამოწმებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. უწყების ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა…

მეტი

კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. 200-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 250 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა.            ძლიერი ქარი ცეცხლის კიდევ უფრო გავრცელების საფრთხეს ქმნის. შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა პრეზიდენტ ტრამპს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რაც ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ფედერალური ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს. ეს განცხადება ბრაუნმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლება, ხანძრების გამო, არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და დაფინანსების შემცირებით დაემუქრა. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხანძართან საბრძოლველად…

მეტი