წყალბურთი: “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს

წყალბურთი: “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს

წყალბურთის გუნდი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს. ამ ინფორმაციას კლუბი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც კლუბი იუწყება, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპის TOP 16 გუნდს შორის ითამაშებს. 30 აგვისტოს, ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე, ცნობილი გახდება ჯგუფი, რომელშიც ჩვენი გუნდი მოხვდება. “მადლობას ვუხდით საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას თანადგომისთვის”, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

ლევან ბერიშვილი წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯებს

ლევან ბერიშვილი წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯებს

ქართველი მსაჯი, ლევან ბერიშვილი წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯებს. გამოცდილი ქართველი არბიტრი პრესტიჟულ ტურნირზე საერთაშორისო ფედერაციამ მიიწვია. კონკრეტულად კი, ლევან ბერიშვილი ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 სეზონის ფინალურ ეტაპს ( მეოთხედფინალები, ნახევარფინალები, ფინალი) განსჯის. მატჩები 6-8 ივნისს ჰანოვერში გაიმართება. ლევან ბერიშვილმა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე, აქამდე, 2018 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე და 2019 წლის ევრო თასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე იმსაჯა.

მეტი

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც თბილისში, ოლიმპიკის აუზზე ჩატარდა, 5-დან 4 მატჩი მოიგეს. გელა ტუკვაძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სლოვაკეთი (11:7), ბულგარეთი (18:4), ლიეტუვა(13:5) და აზერბაჯანი (31:2) დაამარცხა. ბოლო შეხვედრაში კი სერბეთთან 6:13 წააგო და D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 1. სერბეთი 5 5 0 0 111:19 15 2. საქართველო 5 4 0 1 79:31 12 3. სლოვაკეთი 5…

მეტი