UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებები შეიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19 პანდემიამ დაგეგმილ კონტინენტურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე გავლენა მოახდინა. UWW-ს ბიუროს სხდომა 17 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართა, სადაც 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებებს ხმა მისცეს. მათ შორის, გადაწყდა, რომ არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ყველა დარჩენილ ღია საკითხზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ბიუროს მიერ განხილული რეკომენდაციები ტექნიკურმა კომისიამ შეიმუშავა. “მადლობას ვუხდი ტექნიკურ კომისიას რთულ დროში გაწეული შრომისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავბრუნდებით, როდესაც გარემო უსაფრთხო იქნება ჩვენი…

მეტი

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

ჭიდაობა: ევროპისა და მსოფლიო “ბოლო შანსის” სალიცენზიო ტურნირები გადაიდო

ჭიდაობა: ევროპისა და მსოფლიო “ბოლო შანსის” სალიცენზიო ტურნირები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 19-22 მარტს, ბუდაპეშტში იყო დაგეგმილი, ასევე, მსოფლიო “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 30 აპრილიდან სამ მაისამდე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ღონისძიებები, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან განახლდება. მაისში, ბუდაპეშტში, სალიცენზიო შეჯიბრი ევროპული ქვეყნებისთვის ჩატარდება, ხოლო ივნისში – მსოფლიოსთვის, “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო რეაგირებებს COVID-19-ზე და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს მოჭიდავეებთან, მწვრთნელებსა თუ გულშემატკივრებთან. ვაწვდით მათ ყველა განახლებულ ინფორმაციას. ჩვენი ოლიმპიური მონაწილეების განსაზღვრის პროცესი…

მეტი

UWW-ს სპეციალური პრიზები თამაზ გეგეშიძეს, ზარიბეგ ბერიაშვილს, მიხეილ სალაძესა და ვაჟა კრავეიშვილს

UWW-ს სპეციალური პრიზები თამაზ გეგეშიძეს, ზარიბეგ ბერიაშვილს, მიხეილ სალაძესა და ვაჟა კრავეიშვილს

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ქართველი მწვრთნელები – თამაზ გეგეშიძე (უფროსი), ზარიბეგ ბერიაშვილი, მიხეილ სალაძე და ვაჟა კრავეიშვილი, მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. დამსახურებულ ქართველ მწვრთნელებს პრიზები, დღეს, ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საფინალო დღეს გადაეცათ. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ კი, თავის მხრივ, სპეციალური პრიზებით, საქართველოს ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ მაჭავარიანი, ბაკურ გოგიტიძე, თამაზ გველუკაშვილი და ჯემალ არობელიძე დააჯილდოვა.  

მეტი