ჭიდაობის ფედერაციამ სპორტის სასახლეში რუსეთის დროშა არ ჩამოკიდა

ჭიდაობის ფედერაციამ სპორტის სასახლეში რუსეთის დროშა არ ჩამოკიდა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, დღეს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, რუსეთის დროშა არ ჩამოკიდა. გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღსა და ხსოვნის კვირეულს უკავშირდება. თბილისის სპორტის ახალი სასახლე ბალავაძე-კარტოზიას სახელობის თბილისის გრან პრის მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას 15 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი იღებს, მათ შორის, რუსეთის ნაკრებიც.

მეტი

ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს

ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს დასკვნას ეხმაურება და განმარტებებს აკეთებს. “საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ განხილულ იქნა IDFI“-ის ანგარიში ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას: • ამონაწერი “IDFI”-ის ანგარიშიდან: ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია,…

მეტი

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილება: ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილება: ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაცია მოჭიდავემ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ან კარიერა უნდა დაასრულოს, ან ორწლიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს, რომელიც სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობისას ემუქრება. სპორტსმენი წერს, რომ მას ხელფასიც მოუხსნეს და 27 წლის ასაკში, 2 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, მისი სპორტში დაბრუნება რთული იქნება. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ…

მეტი

გეგა გეგეშიძე: თქვენ გგონიათ, მე მოძალადე ვარ და დათუნაშვილი განტევების ვაცია?

გეგა გეგეშიძე: თქვენ გგონიათ, მე მოძალადე ვარ და დათუნაშვილი განტევების ვაცია?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ სპორტსმენს ქვეყნიდან წასვლა და ყაზახეთის სახელით ასპარეზობა ორი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. გეგეშიძის განმარტებით, დათუნაშვილი, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს ქვეყნიდან წასასვლელად იყენებს. “აბა, მე აქ მოვრჩი სპორტს და ვის გინდივართ, ასე არ ხდება. დათუნაშვილს წინასწარ ჰქონდა გამზადებული ქვეყანა და მოლაპარაკებები ყაზახეთში. ყველაფერი ჩატარებული ჰქონდა მასაც და მწვრთნელსაც, გვარი…

მეტი

ზურა დათუნაშვილი: გამიშვით!

ზურა დათუნაშვილი: გამიშვით!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან შერიგებას არ აპირებს და მოითხოვს, რომ სხვა ქვეყანაში ასპარეზობის უფლება მისცენ. ამის შესახებ სპორტსმენმა ჟურნალისტებს, პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “ვეტერანები პრეზიდიუმის სხდომაზე საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ. ამ შერიგების შემდეგ მოხდება ისე, რომ არავინ დაიჩაგრებაო და ა.შ. ჩემი პოზიცია იყო ასეთი – მე აქ ვერ ვიქნები ამ ადამიანთან. თუ ეს ადამიანი გინდათ პრეზიდენტად, იყოს თქვენი პრეზიდენტი, მე გამიშვით. თუ არ გამიშვებთ, დამბლოკეთ….

მეტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ჩატარების თარიღი ცნობილია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ჩატარების თარიღი ცნობილია

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს, ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. როგორც ცნობილია, პრეზიდიუმის სხდომაზე, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელონ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ განმარტა, რომ სხდომა როგორც მისი, ისე ზურა დათუნაშვილის ქმედებებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მეტი

პრეზიდიუმი გეგა გეგეშიძეს პოსტიდან ვერ გადააყენებს და ვერც ზურა დათუნაშვილს დასჯის

პრეზიდიუმი გეგა გეგეშიძეს პოსტიდან ვერ გადააყენებს და ვერც  ზურა დათუნაშვილს დასჯის

მომავალ კვირას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება და 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს განიხილავს. მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი პრეზიდიუმისგან გეგა გეგეშიძის გადაყენებას ელის, თავად კი ფიქრობს, რომ მას სანქცია არ ემუქრება. ვინ არიან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები და რისი უფლება აქვთ მათ მოქმედი წესდების მიხედვით, რომლის ბოლო რედაქცია 2009 წლით თარიღდება და მასში შესწორებები 2017 წელსაა შეტანილი. ყველა ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში ხელმისაწვდომია. წესდების თანახმად, პრეზიდიუმს, რომლის მოწვევაც ფედერაციის პრეზიდენტს, ან ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია, პრეზიდენტის…

მეტი

Exclusive – ზურა დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს პასუხობს

Exclusive – ზურა დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს პასუხობს

მაგდა კლდიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე და ზურაბ დათუნაშვილის ულტიმატუმზე უახლოეს მომავალში პრეზიდიუმის ეთიკის საბჭო და პრეზიდიუმი იმსჯელებენ. სანამ კომისია შეიკრიბება, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, მომხდარი ძალადობის ფაქტზე სინანულს გამოთქვამს და ზურაბ დათუნაშვილს, გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სპორტსმენს ფედერაციის პრეზიდენტის გულწრფელობის არ სჯერა და ულტიმატუმს ძალაში ტოვებს – ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდება ეროვნულ ნაკრებში და გააგრძელებს ჭიდაობას, თუ გეგეშიძე პოსტს დატოვებს. “რეკორდერთან” გეგა გეგეშიძის ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტს კონტრბრალდებებს უყენებს. მოჭიდავე, ეროვნული ჩემპიონატის…

მეტი

Exclusive – ზურა დათუნაშვილი:  მჯერა, გეგა გეგეშიძეს გადააყენებენ

Exclusive – ზურა დათუნაშვილი:  მჯერა, გეგა გეგეშიძეს გადააყენებენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურა დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს გადააყენებენ. ეს განცხადება დათუნაშვილმა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომელსაც სრულად მოგვიანებით შემოგთავაზებთ. როგორც მოჭიდავე განმარტავს, ამას ეთიკის საბჭო გააკეთებს. ამასთან, მან პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარისგან, მიხეილ ყაველაშვილისგან მიიღო გარანტია, რომ ფედერაცია გაიწმინდება. – ჭიდაობის ფედერაციის ეთიკის საბჭო აპირებს, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილოს. გეგა გეგეშიძის განცხადებით, საბჭოზე განიხილავენ, როგორც თქვენს არასპორტულ საქციელს, ისე – მისას. – როდის აპირებს? – ეს, ჯერჯერობით…

მეტი

EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

მაგდა კლდიაშვილი 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურა დათუნაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალ მასშტაბს იძენს.  როგორც ცნობილია,  გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა, რის შემდეგაც, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საზოგადოებას მიმართა და გეგეშიძის გადაყენება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონი კარიერის დასრულებით ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობით დაიმუქრა. რა უძღვოდა წინ გეგეშიძე-დათუნაშვილის დაპირისპირებას და რა მოხდა 11 იანვარს სპორტის სასახლეში. გეგა…

მეტი
1 2 3