ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და ახალი სპორტული არხი „ინსპორტი“ ითანამშრომლებენ

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და ახალი სპორტული არხი „ინსპორტი“ ითანამშრომლებენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და ახალი ქართული სპორტული არხი „ინსპორტი“ ითანამშრომლებენ. ამასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი დღეს, „ქორთიარდ მერიოტში“ მოეწერა. ახალი სპორტული არხი მაუწყებლობას საქართველოში ივლისის ბოლოდან დაიწყებს და სრულად იქნება ქართულ სპორტზე ორიენტირებული. „ინსპორტი“ მაქსიმალურად გააშუქებს საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებს და ქართველი სპორტსმენების საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით. ურთიერთთანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება „ინსპორტმა“ 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად აღიარებულ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, „ინსპორტი“ სრულფასოვნად გააშუქებს ქართულ ჭიდაობაში განვითარებულ მოვლენებს, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემს საქართველოს…

მეტი