ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (67 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა, ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 6-3 დაამარცხა, ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგი შოთაძემ წელს დუბლი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც შემატა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს პირველი ოქროა. საჩემპიონო ფინალები ლერი აბულაძემ (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა…

მეტი

ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი 28 მედლით დაასრულეს

ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი 28 მედლით დაასრულეს

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 28 მედლით დაასრულეს. 7 ოქრო, 6 ვერცხლი, 15 ბრინჯაო – ასეთი შედეგი დააფიქსირეს ქართველმა ფალავნებმა თბილისის გრან პრიზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალია. შედეგები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასე გამოიყურება: 57 კგ ოქრო – ოთარ გოგავა ბრინჯაო – რამაზ თურმანიძე 61 კგ ოქრო – ბექა ლომთაძე ბრინჯაო – მიხეილ ბერძენიშვილი 65 კგ…

მეტი

ჭიდაობა: ოთარ გოგავა თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ჭიდაობა: ოთარ გოგავა თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ გოგავამ (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ბაზარგანოვი 4:7 დაამარცხა და მეორე საფინალო დღეს საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, ვერცხლის მედლის მფლობელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შალვა ხაჩიძე (87კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ნიკა საბანაშვილი (ბ/რ 67კგ) და რამაზ თურმანიძე (თ/ჭ 57კგ) დაეუფლნენ.

მეტი

ჭიდაობა. ზურაბ ერბოწონაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა

ჭიდაობა. ზურაბ ერბოწონაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილმა (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავანმა ირანელი თეიმურ ბაჰმანი 2:4 დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე, ჩემპიონის ტიტულს ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) დაეუფლა. თბილისის გრან პრის ვერცხლის მედალოსანი კონსტანტინე ხაბალაშვილი (70კგ) გახდა, ბრინჯაო კი მიხეილ ბერძენიშვილმა (61კგ), მირზა სხულუხიამ (70კგ), ლევან ქელეხსაშვილმა (70კგ), და ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ) მოიპოვეს.

მეტი

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ჭიდაობა: ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალიდან, თბილისის სპორტის ახალი სასახლე, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის სამასამდე სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საბოლოოდ სწორედ ამ ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება. აღნიშნული შეჯიბრება, რამდენიმე წონით კატეგორიაში, სწორედ ქართველი სპორტსმენებისთვის გაარკვევს, თუ ვინ იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე. ტურნირის განრიგი ასეთია: 7 აგვისტო 12.00 – 16.00 – წინასწარი შეხვედრები FS – 61,70,79, 92 kg; GR –…

მეტი

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს. დასკვნით დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ისევე როგორც წინა დღეებში, მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) იყოჩაღა, ბერძენ-რომაელებიდან კი ნუკრი ბენიძემ (51 კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია. ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები…

მეტი

სკანდალი: ქართველი მოჭიდავისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი არ ჩამოურთმევიათ

სკანდალი: ქართველი მოჭიდავისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი არ ჩამოურთმევიათ

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI შეცდომაშია შეყვანილი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დასკვნაში საუბარია, რომ ერთ კონკრეტულ მოჭიდავეს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედალი ჩამოართვეს, რაც, როგორც “რეკორდერმა” გაარკვია, სიმართლეს არ შეესაბამება. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე პრეზიდენტმა, თემურ უკლებამ აღიარა, რომ მათ შეცდომა გაეპარათ, როდესაც დაზუსტებით მიწერეს მინისტრ ბატიაშვილს, რომ ამ კონკრეტულ მოჭიდავეს მედალი აქვს ჩამორთმეული. უკლება ამბობს, რომ მათ მხოლოდ ივარაუდეს, რომ მათი დასკვნის საფუძველზე, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება, მედალს ჩამოართმევდა ამ სპორტსმენს, რაც არ მომხდარა. დღემდე,…

მეტი

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 6 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 6 მედალი მოიპოვეს

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, ორი დღის განმავლობაში 6 მედალი მოიპოვეს. დღეს, მათი მონაგარი 4 მედლით გაიზარდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ) და დავით აბდალაძე (60 კგ) გავიდნენ და შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს. ასეთივე შედეგი აქვთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ). აბულაძეს ვერცხლის მედალი ერგო, ბროლაძეს – ბრინჯაოსი. ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე…

მეტი

ნიკოლოზ სანთელაძე და რომეო ბერიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები არიან

ნიკოლოზ სანთელაძე და რომეო ბერიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები არიან. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის ევროპის რიგით XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს 4 ქართველი მოჭიდავიდან ოქროს ფინალში გასვლა ორმა მოახერხა, ერთმაც კი – ბრინჯაოსთვის. ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგა) და რომეო ბერიძემ (55 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბეჟან ბარსონიძეს (55 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) ერთი გამარჯვება დააკლდა ბრინჯაოს მედლისთვის.

მეტი
1 2 3 4