ილია მეორე: “დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე”

ილია მეორე: “დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე”

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. „დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში,…

მეტი

რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა ცნობილ სკანდალურ წერილში?

რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა ცნობილ სკანდალურ წერილში?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ შეხედულებები კვლავ რადიკალურად განსხვავებულია: ზოგს ის მოსწონს, ზოგი მის გაპრეზიდენტებას შეცდომად თვლის. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტრამპი, უბრალოდ, სასოწარკვეთილებაში აგდებს – ესენი თარჯიმნები და ინგლისურის მასწავლებლები არიან. ამ სასოწარკვეთილების მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საკუთარი აზრების გამოთქმას – სიტყვიერად თუ წერილობით – ერთობ კრეატიულად უდგება. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი გამოთქმები სხვა ენებზე მაინც ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება, რადგან თარჯიმნები, როგორც წესი, ცდილობენ გადმოსცენ ნათქვამის საერთო აზრი და არა…

მეტი

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის წერილი, სადაც ის თვითმკვლელობაზე წერს, აუქციონზე, მოლოდინზე სამჯერ ძვირად – 234 ათას ევროდ გაიყიდა. წერილი 1845 წლის 30 ივნისით თარიღდება. მასში პოეტი თავის სატრფოს – ჟანა დიუვალს წერს, რომ იმ დროისთვის, როდესაც ის ამ წერილს წაიკითხავს, თავად უკვე მკვდარი იქნება. თვითმკვლელობის მიზეზად ბოლდერი მოწყენილობას მიუთითებს. იმ დღეს შარლ ბოდლერმა თვითმკვლელობა მართლაც სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან კიდევ 22 წელი იცოცხლა და სწორედ ამ დროის განმავლობაში…

მეტი