თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხვალიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ. გიორგი იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში 15 სექტემბერს გაემგზავრა. ეროვნული გუნდის შემადგენლობა, ოლიმპიური თამაშების წინა ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ასეთია: 57 კგ ოთო გოგავა 61 კგ ბექა ლომთაძე 65 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ ზურაბ იაკობიშვილი 74 კგ ავთანდილ კენჭაძე 79 კგ ნიკა კენჭაძე 86 კგ სანდრო ამინაშვილი 92 კგ ირაკლი მწითური 97 კგ ელიზბარ ოდიკაძე 125 კგ გენო პეტრიაშვილი 19 სექტემბერს ხალიჩაზე 57…

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ვიცე ჩემპიონია. ოქროს ფინალში, საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე(97კგ) იჭიდავებს.

მეტი

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ახმედ ჩაკაევს, ბუდაპეშტში განცდილი სუფთა მარცხისთვის რევანში აუღო და მეტოქე 8:2 დაამარცხა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ლადო ხინჩეგაშვილი მეორე, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

მეტი

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი…

მეტი

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი იანტბელიძისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე დიდი თავსატეხია. მან არჩევანი უნდა გააკეთოს – სასწორის ერთ მხარეს, ორგზის ოლიმპიური ფინალისტი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია, მეორე მხარეს კი – მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი 65 კგ წონით კატეგორიაში, ზურა იაკობიშვილი. როგორც გიორგი იანტბელიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში ამბობს, მან ორივე სპორტსმენთან ისაუბრა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის. რას ფიქრობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში, “სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვთნელთა ხსოვნის მემორიალზე” გამოვა. ეროვნული გუნდი უკრაინის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. გიორგი იანტბელიძემ კიევის ტურნირისთვის ნაკრების ორი ძირითადი წევრი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) დაასვენა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მძიმეწონოსანი ფალავანი ტრავმას იშუშებს. რაც შეეხება ამ ტურნირს, ქართველი მოჭიდავეები მას მინსკის თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპისთვის გამოიყენებენ. გიორგი იანტბელიძემ კიევისთვის შემდეგი შემადგენლობა დაასახელა: 57 კგ – ლაშა ლომთაძე (ქუთაისი), რობერტ დინგაშვილი (ყვარელი) 61…

მეტი

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

მოულოდნელი შედეგებით დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქში. ბუქარესტში, ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)  ინარჩუნებს, რომელმაც 1/8 ფინალში ბულგარელ მეტოქეს სძლია და ახლა ნახევარფინალისთვის იჭიდავებს. 65 კგ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს ყუულართან დამარცხდა და რეპეშაჟში გასვლის შანსიც დაკარგა, რადგან რუსმა თავისი მორიგი დაპირისპირება დათმო. ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჯაბრაილ ჰასანოვის დასამარცხებლად, ქართველმა ფალავანმა მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო…

მეტი

ლადო ხინჩეგაშვილი: ჭიდაობა ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ

ლადო ხინჩეგაშვილი: ჭიდაობა ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ

“ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას მე ქულას ვერ ავუღებ”, – ეს განცხადება, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გვიან ღამე, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა. “აქ რომ ვართ, ამდენი ადამიანი შეკრებილი, ნამდვილად არავის გვსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა. უნდა ვისვენებდეთ. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია, ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება და აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ საჭიროა და იმიტომ ვართ აქ. მორჩება ეს გაუგებრობა, რაც არის და რაც მალე მორჩება, უკეთესი იქნება ჭიდაობისთვის და…

მეტი
1 2