სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2019 წლის 20 მაისს, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. მათ შორის, საფეხბუთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ხუთი ფეხბურთელი – გიორგი გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ჯონი შეროზია, ნოდარ კიკნაველიძე და პაატა ღუდუშაური. ხუთივე ფეხბურთელი სუს-ის თანამშრომლებმა, ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ აიყვანეს, სასამართლომ კი ისინი 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. უმკაცრესი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. სფფ-მ ყველა ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა…

მეტი

ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას”, ფინანსური დავალიანებების გამო, ფეხბურთელები ტოვებენ. გუნდი ზურაბ ღირდალაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, გიორგი გაფრინდაშვილმა და დავით საჯაიამ დატოვეს. მათი გათავისუფლების ფურცელი ძალაში 18 ივნისიდან შევა. კლუბმა მოთამაშეებს მხოლოდ აპრილის თვის ხელფასის 25% ჩაურიცხა, დარჩენილ დავალიანებას კი, როდის გაისტუმრებენ, ამას ფეხბურთელებს ვერ ეუბნებიან. “ვიტ ჯორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 50 ათასი ლარითა და მინუს 6 ქულით დააჯარიმა. საქმე გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებს ეხება. გუნდის 5 ფეხბურთელს – შეროზიას, გეთიაშვილს, ღუდუშაურს,…

მეტი

ესტეკას ვერდიქტი: სამუდამო დისკვალიფიკაცია “ვიტ ჯორჯიას” ხუთივე ფეხბურთელს

ესტეკას ვერდიქტი: სამუდამო დისკვალიფიკაცია “ვიტ ჯორჯიას” ხუთივე ფეხბურთელს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების საქმე განიხილა და “ვიტ ჯორჯიას” ხუთივე მოთამაშეს საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა. გარდა დისკვალიფიკაციისა, უშუალოდ გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში 6 ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. “4 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა. კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“…

მეტი

ფინანსურ პრობლემებს თამაშის ვერგაკეთების ვალი დაემატა”, – “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი

ფინანსურ პრობლემებს თამაშის ვერგაკეთების ვალი დაემატა”, – “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი

გარიგებული თამაშების საქმეზე გირაოთი გათავისუფლებული გიორგი გეთიაშვილი, რომელიც “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს. გეთიაშვილის განცხადებით, ის შეთავაზებას პირველ ჯერზე არ დათანხმდა, შემდეგ კი, კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, მან წინადადება მიიღო. ფეხბურთელი ამბობს, რომ მან მარტომ ვერ შეძლო თამაშის გაკეთება და იმ სქემის შესრულება, რაც შეთავაზებული იყო და ამის გამო ვალი დაადეს, რომლის გადასახდელადაც თანაგუნდელების დაყოლიება გახდა საჭირო. “თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ “გარიგებული მატჩების” საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში,…

მეტი

გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებიდან, ოთხს პატიმრობა შეეფარდა, შვიდს – 10 000 ლარიანი გირაო

გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებიდან, ოთხს პატიმრობა შეეფარდა, შვიდს – 10 000 ლარიანი გირაო

გარიგებულ თამაშებში მხილებული 11 ფეხბურთელისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. დაკავებული სპორტსმენებიდან, ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 7 მათგანს – 10 ათას ლარიანი გირაო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ორგანიზატორები, ხოლო ფეხბურთელები საპატიმროდან მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც ისინი 10 ათას ლარიან გირაოს გადაიხდიან. ფეხბურთელების ადვოკატები აცხადებენ, რომ მოთამაშეები, სოციალური პირობების გამო, ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, 11 ფეხბურთელი 19 მაისს დააკავა. დაკავებულები არიან: “ვიტ ჯორჯიადან”: ჯონი შეროძია,…

მეტი

სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა (ვიდეო)

სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. უწყებამ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე,…

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი, ბათუმში, ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში დააკავა. როგორც “რეკორდერმა” შეიტყო, დაკავებულები არიან პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე. ამ დროისთვის, უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, თუ რომელ თამაშებზეა საუბარი. კლუბში კი აცხადებენ, რომ მათთვის ფეხბურთელების დაკავების მიზეზი უცნობია. “რეკორდერი” “ვიტ ჯორჯიას” ახალ მთავარ მწვრთნელს, მერაბ კოჭლაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის ახსნა-განმარტება არავის მიუცია. კოჭლაშვილმა არც ის…

მეტი