ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში საქმიანობა 15 წლით აეკრძალა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში საქმიანობა 15 წლით აეკრძალა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საჯარო სამსახურში საქმიანობა 15 წლით აუკრძალა. “მიზეზად ფინანსური დარღვევები სახელდება, რომლის გამოც, ვენესუელას ხელისუფლებას ხუან გუაიდოსთვის სანქციების დაკისრების მიზეზი მიეცა,” – წერს Sky News. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გუაიდომ განაცხადა, რომ ის მოქმედებას ქუჩაში გააგრძელებს. ძალაუფლებისთვის ბრძოლა, პრეზიდენტ მადუროსა და ხუან გუაიდოს შორის, კიდევ უფრო აძლიერებს კრიზისს ვენესუელაში. მძიმე ეკონომიკური პირობების, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვენესუელა 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ფოტო: Sky News

მეტი

ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გაუდო საქართველომაც აღიარა

ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გაუდო საქართველომაც აღიარა

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ, განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. “ვენესუალაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი. ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23…

მეტი

აშშ-მ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა

აშშ-მ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა

დონალდ ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, ოფიციალურად აღიარა. მანამდე, 23 იანვარს გუაიდომ თავი გამოაცხადა პრეზიდენტად. აშშ-ის მთავრობა  გუაიდოს მხარდაჭერაზე ყოველთვის მიანიშნებდა და მადუროს წასვლისკენ მოუწოდებდა. ტრამპის აღიარების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “ვენესუელელი ხალხი უკვე დიდი ხანია იტანჯება მადუროს საშინელი დიქტატურის ქვეშ”. აშშ-მ მოუწოდა მადუროს, გვერდზე გადგეს “ლეგიტიმური ლიდერის სასარგებლოდ”. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტთან ერთად, რათა ვენესუელა დემოკრატიისკენ შემობრუნდეს….

მეტი