ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს

ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს

ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს. როგორც ქვეყნის კრიმინალური პოლიცია იუწყება, დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის 11 მარტამდე, თითქმის ყოველდღიურად ჩადიოდნენ დანაშაულს. ისინი ვენის სხვადასხვა უბანში, პარფიუმერიის მაღაზიებიდან სუნამოებს იპარავდნენ. მთლიანობაში, ზარალი 6 ათას ევროს აღწევს. ქართველი მამაკაცები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი

ქართველი ქურდები ვენაში, აფთიაქში ჩაკეტეს

ქართველი ქურდები ვენაში, აფთიაქში ჩაკეტეს

აფთიაქის გასაქურდად შესული ქართველები აფთიაქარმა შენობაში ჩაკეტა. შემთხვევა ვენაში, რუდოლფსჰაიმის აფთიაქში მოხდა. 27 და 36 წლის ქართველი მამაკაცები, ამ დროისთვის,  წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც პოლიციის პრეს-სპიკერმა, დანიელ ფიურსტმა განაცხადა, ქართველი მამაკაცები ავსტრიის დედაქალაქში, რუდოლფსჰაიმის აფთიაქში შევიდნენ. მას შემდეგ, რაც აფთიაქარმა მათი ქმედებები საეჭვოდ მიიჩნია, ისინი შენობაში ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლამდე, მამაკაცებმა გაქცევა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა კარი ვერ გააღეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ისინი დააკავა. ჩხრეკისას მათ სხვა მაღაზიაში მოპარული საპარსი საშუალებები და…

მეტი

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც “რეკორდერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყალბი პასპორტების გამოყენების ფაქტზე, ავსტრიის დედაქალაქში 15 ქართველია დაკავებული, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სადეპორტო განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ავსტრიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა ცირამუამ “რეკორდერს” განუცხადა, რომ დაკავებულები სლოვაკური, უნგრული, პოლონური და სხვა ევროპული ქვეყნების ყალბი პასპორტებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აპირებდნენ გადასვლას. “ისინი ქართული პასპორტებით ქუთაისი-ვენის რეისით ჩამოფრინდნენ, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი, წინასწარ ნაყიდი ბილეთებით, აეროპორტში…

მეტი