მეუფე იაკობი: არამარტო ვაგინებთ, არამედ დედას მოვუკითხავთ ყველას

მეუფე იაკობი: არამარტო ვაგინებთ, არამედ დედას მოვუკითხავთ ყველას

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტელეკომპანია “პირველს” სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაზე “ეჩალიჩებოდნენ. მეუფე იაკობი ინტერვიუში ფულის გაყოფის საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ მეუფეებისთვის გადასაცემი 400 000 დოლარი, ბიძინა ივანიშვილმა მისცა, 2 მილიონი კი, რომელიც “სტერეო პლიუსის” საყიდლად იყო გამოყოფილი, “მაიმუნობით” გაიყვეს. „რა უნდა დავამტო, ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას ხო, ძალიან გადავუვლი თავზე. რომ ჰგონია, რომ ქვეყნის ხელძღვანელია, მეუფე პეტრეს რომ…

მეტი

მეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია “მეჩალიჩებოდნენ”, პატრიარქი გადავაყენოთო

მეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია “მეჩალიჩებოდნენ”, პატრიარქი გადავაყენოთო

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტელეკომპანია „პირველს“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მას დაუძახეს შეხვედრაზე, რომელსაც, კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ და პატრიარქის გადაყენება მოსთხოვეს. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო [გომელაური] ყველაზე წესიერები იყვნენ. [შეხვედრაზე] კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა, ის მოვიდა, გახარიამ. ხოდა, მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის…

მეტი

ვახტანგ გომელაური – “თუ ცეცხლს გახსნიან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ”

ვახტანგ გომელაური – “თუ ცეცხლს გახსნიან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ”

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან მუქარები ხშირია და თუ ცეცხლს გახსნიან, საქართველო მზადაა საპასუხო ქმედებისთვის. “ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან…

მეტი

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობს განახლებულ შემადგენლობას პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ გახარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში უმნიშვნელო ცვლილებები იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარია მამუკა ბახტაძის შემცვლელად დაასახელა.

მეტი

პარლამენტში გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში, ამ კვირის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტან გომელაურს მოუსმენენ. მოსმენები უკვე ასახულია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. შს მინისტრს 2 მაისის სესიაზე მოუსმენენ, 3 მაისს კი ვახტანგ გომელაური კანონმდებლებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.  

მეტი