ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მთავრობის ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შესწავლას საჭიროებს. ომბუცმენი აცხადებს, რომ, ამ საკითხის ირგვლივ, “გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება”: “მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების…

მეტი

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსში” აცხადებენ, რომ ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს წინადადებათა პაკეტი ორჯერ გაუგზავნეს, თუმცა მათთვის არავის უპასუხია. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც,…

მეტი

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას –  600 000 მოქალაქისთვის “ვალების ჩამოწერის” თაობაზე, “ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას” უწოდებენ და  საქართველოს პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. კერძოდ, 19…

მეტი

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლების დროს დანერგილი “უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელის” გამოსწორება დღეს უწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ მიზნით, მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა რეგულაციები და დანერგა თამაშის ახალი წესები, რაც “უპასუხისმგებლო კრედიტის” გაცემას და აღებას გამორიცხავს. “ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ამიერიდან პასუხისმგებლობა ორივე მხარემ: გამსესხებელმაც და მსესხებელმაც უნდა გაიზიაროს და თუ შემდგომში აღებული კრედიტის არგადახდა მოხდება, ამას არავინ წაახალისებს. ეს ერთჯერადი აქტია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…

მეტი